პროექტის სახელწოდება:
,,იგავი მოწყალე სამარიტელი“
პროექტის მთავარი
იდეა: თემა
განისაზღვრა მოსწავლეთა მიერ რეალური, აქტუალური პრობლემის მიხედვით.
პროექტის აქტუალობა:
პროექტის შედეგად მიღებულ
ცოდნას მოსწავლეები გამოიყენებენ ყოველდღიურ ცხოვრებაში. განუვითარდებათ მჭერმეტყველებისა
და ვერბალური კომუნიკაციის უნარი. დავალება მოსწავლეებს საკუთარი და ზოგადად ადამიანური
ცხოვრების ქრისტიანულ გააზრებაში დაეხმარება. გამოუმუშავებს პასუხისმგებლობის გრძნობას.
მიზნები და შედეგები:
ბავშვებს შესაძლებლობა მიეცემათ დაფიქრდნენ იმაზე, თუ რას ნიშნავს მოყვასის სიყვარული.
თავიანთი ცხოვრებისეული გამოცდილებიდან მოიძიებენ ცოცხალ მასალას ქრისტიანული მცნების:
„შეიყვარე მოყვასი თვისი“ (მათე 22.39)
საგანი და პროცედურები:
მოსწავლეებს ვაფასებ წინასწარი შედგენილი ცხრილის მიხედვით.
წინასწარი ცოდნა:
ვინ არის ადამიანი ადამიანისთვის?
სასწავლო მასალა
და რესურსები: კომპიუტერი, საწერი კალამი, ფურცლები, სახატავი რვეულები, ფერადი ფანქრები.
პროექტის მსვლელობა:
1. ვაცნობ ბავშვებს რომელ იგავს განვიხილავთ.
2. ვადგენ ჯგუფს
და თითოეულ ჯგუფს ვაძლევ თავისუფალ თემას სამუშაოდ „გიყვარდეს მოყვასი შენი“.
3. იწყება სამუშაო
პროცესი.
4. ჯგუფების მიერ
მომზადენული პრეზენტაცია.
5. პროექტის შემაჯამებელი
შეფასებსა.
I ეტაპი:
ამ თემასთან დაკავშირებით ბავშვებმა გამოთქვეს სურვილი გამოეყოთ მცირე შესაწირი ბავშთა
სახლისთვის.
II ეტაპი: მოსწავლეები
მიდიან ბავშთა სახლში საჩუქრების გადასაცემად.
საგნებთან/ეროვნულ
სასწავლო გეგმასთან კავშირი: რელიგიების ისტორია, ისტორია.
პროექტის ხელმძღვანელი:
მედეა ქარცივაძე
ხელმძღვანელის ელ-ფოსტა:
qarcivadzemedea@gmail.com
No comments:
Post a Comment